ტრისტან წითელაშვილი: თინათინ ხიდაშელმა , ანი მიროტაძემ და ზურაბ აბაშიძემ სასამართლოს წესით უნდა მომიხადონ ბოდიში

პარტია „ჩემი სამშობლოს” წევრი ტრისტან წითელაშვილი დღეს სასამართლოში სარჩელს შეიტანს. წითელაშვილი რამდენიმე პოლიტიკოსს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მათი მხრიდან სასამართლოს წესით ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ტრისტან წითელაშვილი მიიჩნევს, რომ განცხადებები, რომელიც პოლიტიკოსების მხრიდან მისი მისამართით გავრცელდა, მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
“ თინათინ ხიდაშელმა , ანი მიროტაძემ, ზურაბ აბაშიძემ დამწამეს ცილი, რომ მე ვარ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებული.
​საქართველოს კანონმდებლობაში მუხლი სამშობლოს ღალატის შესახებ საერთოდ არ არსებობს. ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს მე სამხედრო ბაზებს ვიღებდი და რუსულ მხარეს ვუგზავნიდი, რაც ასევე სიცრუეა. მე დღეს სასამართლოში შემაქვს სარჩელი და მოვითხოვ ამ პოლიტიკოსებისგან სასამართლოს გადაწყვეტილებით მომიხადონ ბოდიში“, -განაცხადა წითელაშვილმა. მისივე განმარტებით, პარტია „ჩემი სამშობლო“ ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის შერიგებას ემსახურება .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები