გიორგი მღებრიშვილი: იარაღის აღმოჩენა წინასაარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სამართალდამცველების მიერ საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის აღმოჩენასთან დაკავშირებით კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა. მღებრიშვილი იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც იარაღის აღმოჩენა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ პიარად ჩათვალა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, იარაღი სხვადასხვა ლოკაციებიდან სხვადასხვა დროს იქნა ამოღებული.
“ეს იარაღი ამოღებულია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ლოკაციებიდან. არავითარ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს. როდესაც მომწიფდა სიტუაცია იმისთვის, რომ ეს საჯარო გამხდარიყო, მაშინ გასაჯაროვდა”, -განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები