პრემიერი საბრძოლო მასალის მარაგის აღმოჩენისთვის სამართალდამცავ უწყებებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის აღმოჩენისთვის შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის.
”ეს იყო კომპლექსური ოპერაცია, ძალიან წარმატებული. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა, იმიტომ, რომ მარტო ერთი უწყება არ იყო ჩართული”, -განაცხადა პრემიერმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.
შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები