საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე ზაზა თავაძე შეასრულებს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, გიორგი პაპუაშვილის მოვალეობას მისი მოადგილე, მოსამართლე ზაზა თავაძე შეასრულებს – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა იურიდიულმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ლომთათიძემ განმარტა, უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორი მოსამართლე ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერნჩხილაძე და უზენაესი სასამართლოს მიერ წარდგენილი კანდიდატი თემურ ტუღუში ოფიციალურად ფიცს დადებენ.
ფიცის დადება სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს გაიმართება.
“როცა ახლი მოსამართლეები ფიცს დადებენ და ახალი პლენუმი შეიკრიბება, ამ შემადგენლობიდან მინიმუმ 5-ის მხარდაჭერა სჭირდება ახალი თავმჯდომარის არჩევას. სამ მოსამართლეს შეუძლია თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა. მანამდე კი, ვიდრე ეს პროცედურები ჩატარდება, გიორგი პაპუაშვილის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს”, – განაცხადა გიორგი ლომთაძემ.
რაც შეეხება ე.წ გახმაურებულ საქმეებს, მრჩეველის განმარტებით, ახალ მოსამართლეებს შეუძლიათ, საქმეები ძირითად განხილვაში დააბრუნონ, თუმცა შეუძლიათ უოვე არსებული განხილვების მასალებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება და გამოაცხადონ.
ხვალ, 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს – გიორგი პაპუაშვილს, ქეთევან ერემაძე, კონსტანტინე ვარძელაშვილსა და ოთარ სიჭინავას უფლებამოსილება უჩერდება. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები