საქართველოს პრეზიდენტმა შიმონ პერესის გარდაცვალების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო, ისრაელის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„მინდა, ამ მძიმე წუთებში, მთელი ქართველი ერის სახელით, თანადგომა გამოვუხატო ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელ ხალხს. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს ებრაელი ხალხის გამორჩეული შვილის, ბატონი შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. ბატონი შიმონ პერესი იყო ლეგენდარული ადამიანი, არა მარტო ისრაელის სახელმწიფოსათვის, არამედ მსოფლიო პოლიტიკისთვისაც. იგი იდგა ახალი სახელმწიფოს შექმნის სათავეებთან და ექვს ათეულ წელზე მეტ ხანს ემსახურა თავის სამშობლოს. ებრაელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს“, – აღნიშნულია გიორგი მრგველაშვილის მიერ სამძიმრის წიგნში დატოვებულ ჩანაწერში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები