ივანიშვილის ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ შექმნილი სპეციალური სამსახური საზოგადოებივ ტრანსპორტში ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაფუძნებული აქვს სპეციალური სამსახური, რომლის წარმომადგენლებიც საზოგადოებივ ტრანსპორტში ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.
როგორც ივანიშვილმა შიდა ქართლში, მედიის წარმომადგენლებთან შხვედრისას განაცხადა, აღნიშნულ სამსახურში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
„მათ საზოგადოებისთვის აქვთ დაფუძნებული სამსახური, რომლებიც ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ, თითქოსდა, არჩევნების შემდეგ სამედიცინო დაზღვევა აღარ იქნება. ძალიან ბევრი თანამშრომელი, რომლებიც ჩვენთან ბიზნესცენტრში მუშაობენ, ხშირად დადიან მეტროთი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ინფორმაციები მოდის ჩემთან. აი, ამის ოსტატები არიან, რომ საზოგადოებაში სიცრუე გაავრცელონ, საზოგადიოების წევრები ამას სერიოზულად ღებულობენ. დაახლოებით 100-მდე ქალბატონი ჰყავთ დაქირავებული, შეიძლება უფრო მეტიც, გაჩერებაზე დგანან, ავტობუსებში ადიან და სიცრუეს ავრცელებენ. სეთურის თანამოაზრეები არიან, ძალიან მალე ყვარყვარიზმი უნდა დასრულდეს და დასრულდება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები