მიხეილ ჯანელიძემ შიმონ პერესის გარდაცვალების გამო, ისრაელის ხალხს და ხელისუფლებას მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ისრაელის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო, ისრაელის ხალხს და ხელისუფლებას მიუსამძიმრა.
მინისტრმა საქართველოში ისრაელის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მან მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ხაზი გაუსვა შიმონ პერესის მნიშვნელოვან როლს, როგორც ისრაელის სახელმწიფოს აღმშენებლობის, ასევე რეგიონისა და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.
საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში გაემგზავრება, რათა მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, საქართველოს სახელით, პრეზიდენტ პერესის ხსოვნას პატივი მიაგოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები