დავით მაღრაძე: მეგონა, რომ ფსიქიატრიულიდან მოვისმინე დღეს რამდენიმე ბრიფინგი და განცხადება

პოეტი დავით მაღრაძე ფარული ჩანაწერების გავრცელების თემას ეხმაურება. ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები არაჯანსაღ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების აგონიად შეაფასა.

“ფსიქიატრიულიდან მოვისმინე დღეს რამდენიმე ბრიფინგი და განცხადება, ზოგმა თქვა, რომ ბატონი ივანიშვილი გარბის და მას მისდევენ ბოკერია და მინაშვილი და ა.შ. და ამისთანა საგიჟეთს გვთავაზობენ დღეში რამდენჯერმე პიროვნებები.

მე გახლავართ იმ სიტყვების ავტორი ვინც თქვა, საქართველო მოსმენების გარეშე, საქართველო დასმენების გარეშე, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფრის აფიშირება ოდესის გუბერნატორს სურს, რათა თავისი ერთი მუჭა მომხრეები დაარწმუნოს, რომ მას კიდევ რაღაცის თავი აქვს”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

პოეტი თვლის, რომ მომხდარში მთავრი შინაარსია და არა იმაზე საუბარი თუ ჩანაწერი რა საშუალებით გავრცელდა. მაღრაძეს სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობად თვლის, რომ ფაქტი დროულად იქნას გამოძიებული.

“უტიფრობა არის ამ მოძრაობის რელიგია, ეს უკვე სექტაა. მათ აირჩიეს ეს რელიგია და ასეთი მხურვალე მლოცველები მგონი არცერთ სექტას არ ყავს, თუმცა ეს უსუსური სექტა ვერაფერს მოახერხებს.

ამათი გეგმა გაცხადდა. ესენი არიან ცრუ ეგზიტპოლების იმედზე, რომელსაც უნდა მოაყოლონ რაღაც დესტაბილიზაცია, თუმცა ამათ მასშტაბები არ აქვთ და არც, მხარდამჭერები აღარ ჰყავთ. ეს ნიშანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ არ დავიზაროთ ჩვენი ხმა ქვეყნის მომავლისთვის“-განაცხადა დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები