“ქორთიარდ მარიოტში“ ტრანსპორტის სფეროში ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

,,ქორთიარდ მარიოტში”  ტრანსპორტის სფეროში დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით ჩატარებული შინამეურნეობის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
კვლევის შედეგად შეიქმნა საინფორმაციო ბაზა ქალაქის რაიონებს შორის მგზავრნაკადებისა და გადაადგილების კორიდორების შესახებ. კვლევის მიზანია არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, რათა შემუშავდეს ღონისძიებები ტრანსპორტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
“ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა, რომელიც მომავალში საფუძვლად დაედება ჩვენს მიერ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რაც სატრანსპორტო სისტემის ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული. ახალი ავტობუსების და სხვა ტრანსპორტის განვითარების მოდელი სწორედ ამ კვლევას დაეფუძნება და პოლიტიკის ფორმირებაში დაგვეხმარება. 6000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა თბილისში, რაც მიუთითებს კვლევის მაღალ სანდოობაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კვლევითი პროექტი განახორციელა მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის მერიასთან შეთანხმებით 2016 წლის აპრილ-ივნისის პერიოდში.
კვლევა ჩატარდა აზიის განვითარების ბანკის სესხით მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (სუტიპი) ფარგლებში მგფ-ს მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმოს „სისტრა“-სა (საფრანგეთი) და „გორბი“-ს (საქართველო) მონაწილეობით. კვლევის პროცესში მოხდა 6,000 შინამეურნეობის (ოჯახის) გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

კვლევის ანგარიში „სისტრამ“ წარადგინა. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, აზიის განვითარების ბანკის და სატრანსპორტო სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები