გალერეა „ვაჩე“ დეა ხაჩირაშვილის გამოფენას უმასპინძლებს

30 სექტემბერს, 19-საათზე, გალერეა “ვაჩე” (ქიაჩელის ქ.28) მასპინძლობს 15 წლის მხატვრის დეა ხაჩირაშვილის პერსონალურ გამოფენას: „და გაიგებენ?!“
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ინფორმაციისთვის: დეა ხაჩირაშვილი დაიბადა 2000 წლის 7 დეკემბერს, თბილისში. ბავშვობიდან ხატავს, მისი ნამუშევრები 4 წლის ასაკიდან სისტემატურად ქვეყნდებოდა საბავშვო ჟურნალ „კარუსელში“. 2006 წლიდან სასკოლო თუ სარაიონო კონკურსებში აქტიურად მონაწილეობს. მიღებული აქვს მრავალი სიგელი, ჯილდო და ფულადი პრემია. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული კამპანიის – „არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“ ფარგლებში დეას ნამუშევარმა გამარჯვება მოიპოვა და გამარჯვებული მოსწავლე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სიგელით, ფულადი პრიზით (წიგნის მაღაზიის ვაუჩერით) დააჯილდოვა. წარმატებები უკანასკნელი 3-4 თვის განმავლობაში:
ახლახან, 28 აგვისტოს სამგორის რაიონის გამგეობის მიერ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ჭირნახულის ქუჩა. ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო დეას პერსონალური გამოფენა (20-21 ნახატი). სამების საკათეტრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში მხატვარ მაია კაკაბაძის “არტ თაობის ” ბავშვებთან ერთად მიწვეულ იქნა დეა სტუმრის სტატუსით და წარადგინა თავისი 14 ნამუშევარი, გადაეცა დიპლომი საქართველოს ქალთა საბჭოს და სამგორის გამგეობის მიერ გალერეა ”უნივერსში“ გამოიფინა დეას ნამუშევრები. გალერეამ უმასპინძლა კატაჟინა პოდგრსკა – ღლონტს, ქ.პოზნანის სამხატვრო უნივერსიტეტის პროფესორს, რომელიც ძალიან დაინტერესდა დეას რამდენიმე ნამუშევრით და მიიწვია მის გამოფენაზე პოლონეთში.
გამოფენას მუსიკალურად გააფორმებენ დეა ხაჩირაშვილის მეგობრები – ნაკაშიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ვიოლინოსა და ფორტეპიანოს კლასის წარმატებული მოსწავლეები, ლაურეატები, ვირტუოზები – შმაგი და გაგი სიხარულიშვილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები