ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის საჯარო განხილვები გრძელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის საჯარო განხილვებს აგრძელებს.
როგორც “კვირას“ უწყებიდან აცნობეს, აღნიშნული საჯარო განხილვების ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის პოლიტიკურ, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
„ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვეული არიან “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ქართული მხარისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები