დღეს „იანოშკა ანსამბლის” კონცერტი გაიმართება

28 სექტემბერს, 19:30 საათზე, ჯ.კახიძის მუსიკალურ ცენტრში, 24-ე მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი 2016“-ის ფარგლებში, „იანოშკა ანსამბლის” (ავსტრია) კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუსიკალურ ცენტრში განუცხადეს, ანსამბლის ოთხმა მუსიკოსმა განავითარა თანამედროვე ინტერპრეტაციის თავისებური ხედვა ე.წ. იანოშკას სტილი, რომელიც ერთდროულად ვირტუოზულიცაა და ღრმად პირადულიც. ისინი გაერთიანებულები არიან ნათესაური კავშირებით და მათი შემოქმედება დაფუძნებულია კლასიკური მუსიკის ფესვებზე. მათი რეპერტუარი მოიცავს პოპულარულ კლასიკურ ნაწარმოებებს, საკუთარ ქმნილებებს და ასევე ჯაზის, პოპისა და მსოფლიო მუსიკის უნიკალურ არანჟირებებს.
ძმები იანოშკები და მათი სიძე იულიუს დარვასი წლების მანძილზე თანამშრომლობდნენ სხვადასხვა პროექტში, ხოლო 2013 წლიდან მათი შემოქმედებითი ძალისხმევა მიმართულ იქნა „იანოშკა ანსამბლის“ შექმნაზე. მათ უმალ მოიპოვეს კრიტიკოსთა აღიარება უპრეცენდენტო არანჟირებებისა და იმპროვიზაციული გამომგონებლობისთვის. გარკვეული დროის შემდეგ ანსამბლი უკვე სამ კონტინენტზე მართავდა კონცერტებს.სოლისტები: ონდრეი იანოშკა (ვიოლინო); რომან იანოშკა (ვიოლინო); ფრანტიშეკ იანოშკა (ფორტეპიანო); იულიუს დარვასი (კონტრაბასი).

პროგრამა: “იანოშკას სტილი”
ი.შტრაუსი – “ღამურას უვერტიურა”; ფ.კრაისლერი – სასიყვარულო სიმღერა; ფ.იანოშკა – მიუზეტი ფრიცისთვის; ფ.ვაქსმანი – კარმენ-ფანტაზია; ჟ.მასნე – ტაისის მედიტაცია; ნ.პაგანინი – კაპრისი N 24 – პაგანინოშკა; რ.იანოშკა – მელოდია მელოდისთვის; ვ.ა.მოცარტი – საფორტეპიანო კონცერტი N20
– რუმბა ამადეუსისთვის; პ.სარასატე – ინტროდუქცია და ტარანტელა – ტარანტელა ნიშკა ბანიასწინააღმდეგ;
ა.პიაცოლა – მშვიდობით ნონინო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები