ფრანკფურტში მიმდინარე კონფერენციას ირაკლი პეტრიაშვილი თავმჯდომარეობს

ფრანკფურტში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს ევროპის პროფკავშირების ყოველწლიური, საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც პროფკავშირების თვალსაზრისით, გასული წლის ყველაზე მწვავე პრობლემატიკას ეხება.
კონფერენციაზე  ძირითადი განსახილველი თემებია მიგრაციის გავლენა ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაზე; საერთაშორისო სტანდარტები შრომის სფეროში და მდგომარეობა ამ სტანდარტების დაცვის კუთხით ევროპასა და მის მეზობელ ქვეყნებში.

კონფერენციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების  თავმჯდომარე და ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ირაკლი პეტრიაშვილი თავმჯდომარეობს.
ირაკლი პეტრიაშვილი, პარალელურად, პანევროპული პროფკავშირების საბჭოს პრეზიდენტიცაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები