ნუგზარ წიკლაური: მობრძანდით ოფისში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე

„მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი“ , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ყველა კითხვას გასცემს პასუხს, მხოლოდ არა სუს-ში, არამედ მათ ოფისში.
„მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი, მათ შორის იმ ფარსზე, რომელიც სუს-მა გამოაქვეყნა, მაგრამ იმისათვის, რომ ხელი არ შემეშალოს საარჩევნო კამპანიაში, რა მიზანსაც ისახავთ, მობრძანდით ოფისში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასკარადში არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა, მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას, მაგრამ არა სუს-ში. დღეს მთელი დღე იმის გამო, რომ მე მათ ოფისში ველოდებოდი, ვერ მოვახერხე საარჩევნო კამპანიის წარმოება”,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები