აკაკი მინაშვილი: არ მივალ უსაფრთხოების სამსახურში

“არ მივალ უსაფრთხოების სამსახურში” , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თუმცა, დეპუტატი მზად არის სუს-ის გამომძიებლის კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში უპასუხოს.
„ჩვენ გვაქვს საქმე, ჩვენ ვზრუნავთ ქვეყანაზე, სუს-ისგან განსხვავებით, არ ვაპირებ უწყებაში მისვლას, არ ვაპირებ სუს-ის თამაშში მონაწილეობას, ჩვენ გვაქვს საქმე, საარჩევნო კამპანია, ვზრუნავთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს და არ ვაპირებთ ივანიშვილი – სუს-ის პროექტში ჩავერთოთ . აქ ორი გამომძიებელია და მზად ვარ, აქვე ვუპასუხო, მაგრამ არ მივალ უსაფრთხოების სამსახურში”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
სუს-ის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაკითხვის უწყებები მიუტანეს, თუმცა მათ უწყებები არ ჩაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები