წიკლაურმა და მინაშვილმა სუს-ის უწყებების ჩაბარებაზე უარი განაცხადეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი 18:00 საათისთვის სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადასაცემად მივიდნენ. სუს-ის თანამშრომლებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი უკვე დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, ნუგზარ წიკლაურმა და აკაკი მინაშვილმა უწყებების ჩაბარებაზე უარი განაცხადეს.
ფოტო: “2030”