აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, 17:00 საათზე უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

სოციალური ქსელით უკრაინის საელჩოსთან მოქალაქეთა საპროტესტო აქცია დაიგეგმა. არასამთავრობო ორგანიზაცია “სახალხო კონტროლი”, სოციალური ფორუმი “ამერიკის ნამდვილი მეგობრები” -GFA და მოქალაქეთა სხვადასხვა გაერთიანებები ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერების საუბრის ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან.
მათი მოთხოვნაა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ   ახსნა–განმარტებისთვის უკრაინის ელჩი დაიბაროს. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი უკრაინის მხრიდან სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებას ან უარყოფას ელოდებიან.
აღნიშნული მოთხოვნებით, 17:00 საათზე, უკრაინის საელჩოსთან აქცია გაიმართება.
„SOS!!! უკრაინაში უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ, საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იგეგმება! ოდესის გუბერნატორის, სააკაშვილის განცხადებით, ამ პროცესში ჩართულია უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკოც. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ვითხოვთ შემდეგს:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს უკრაინის ელჩი ახსნა–განმარტებისთვის;
2. ველოდებით სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის უკრაინის მხრიდან ოფიციალურ დადასტურებას ან უარყოფას.
პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და გვერდით ვუდგავართ თავისუფლებისათვის ბრძოლაში, იმავეს ვგრძნობთ უკრაინელი ხალხისაგან და სინანულს გამოვთქვამთ, რომ მოძმე უკრაინის ტერიტორია გადაიქცა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზების პლაცდარმად. გადავწყვიტეთ, დღეს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ უკრაინის საელჩოსთან და მოვითხოვოთ პასუხი გაჩენილ კითხვებზე“, – აცხადებენ ორგანიზაცია “სახალხო კონტროლში”.
“SOS!!! SOS!!! მივიდეთ უკრაინის საელჩოსთან და გადავცეთ პეტიცია ელჩს, სადაც ჩავწერთ: “ამოარჩიეთ, პატივცემულო პოროშენკო, ან იყავით ჩვენი მეგობარი, ან გააგრძელეთ სურენას მინ…ობა და მასთან მესიჯების გზავნა ღამის 4 საათზე!” მოკლედ, 5 საათზე გელოდებით ყველას, ვისაც გიყვარვართ მე და ჩვენი ბედკრული სამშობლო!!!”- აღნიშნულია სოციალური ფორუმის, “ამერიკის ნამდვილი მეგობრების” განცხადებაში.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები