გოგა ჩანადირი მკითხველის პირველი ქანდაკების დადგმას გამოეხმაურა

ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი მადლობას უხდის თბილისის განვითარების ფონდს აღმაშენებლის განახლებულ მონაკვეთზე მკითხველის ქანდაკების დადგმისთვის.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის განვითარების ფონდს, რომ აღმაშენებლის განახლებულ მონაკვეთზე მკითხველის ქანდაკება დადგა.
ჩემდა სამწუხაროდ, ამ არაჩვეულებრივი ქანდაკების ავტორი არ ვიცი, მაგრამ მასაც დიდ მადლობას ვუხდი.
თუ სწორად ვიცი, ეს თბილისში კი არა, მთელ საქართველოში მკითხველის პირველი ქანდაკებაა.
იქ, სადაც წიგნს შემოქმედებაშიც კი დიდი ადგილი ეთმობა, ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის განათლება პრიორიტეტულია. განათლება კი ძლიერი ოჯახებისა და, შესაბამისად, ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია“, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები