საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე „დოქტორ ბრენერი“ რეკომენდაციებით წარდგება

გერმანული ორგანიზაციას, რომელიც“ სითი ინსტიტუტი საქართველოსთან” რამდენიმე წელია თანამშრომლობს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე შეკრებილებს ევროპული ქალაქების რეკომენდაციებს წარუდგენს.რეკომენდაციები სატრანსპორტო საშუალებების მოძაობის რეგულაციებს უკავშირდება.
კომპანიის ხელმძღვანელმა დიეგო სალზილო არიაგამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ისეთი მრავალწლიანი პრობლემები, როგორიც თბილისშია, ახასიათებს თითქმის ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანას. საცობები, ტრანსპორტის მოძრაობა, პარკირების პრობლემა. ეს არაა მხოლოდ თბილისის პრობლემა.
ჩვენ ხვალინდელ შეხვედრაზე წარვადგენთ ისეთ რეკომენდაციებს, რომელიც აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება, დედაქალაქში მივიღოთ მოსახლეობისთვის სასურველი სურათი. ჩვენ, აგრეთვე, უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები. გავცვალოთ და შევაჯეროთ გამოცდილება“, – აღნიშნა დიეგო სალზილო არიაგამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დაგეგმილ ფორუმზე მოწვეული იქნებიან უცხოელი სტუმრები, რადგან , როგორც “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, სატრანსპორტო სფეროში კვალიფიკაციური კადრები საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები