“იბერიას” ეთერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ტელეკომპანიაში სამართალდამცველები მივიდნენ

“იბერიას” პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ტელეკომპანიის ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ. “კვირას” ინფორმაციით, ადგილზე ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრული არ არის.
ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში ფიზიკური დაპირისპირება დღეს საღამოს მოხდა. ერთმანეთს ბლოკი “თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლო”-ს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა აგლაძე და პარტია „რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი დაუპირისპირდნენ.
აგლაძის გაღიზიანება ღლონტის მხრიდან გოგი თოფაძის მისამართით გამოთქმულმა განცხადებამ გამოიწვია. „გოგი თოფაძის პოზიციები არის რუსულ წისქვილზე წყლის დამსხმელი“, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა. სწორედ ამ სიტყვების დასრულების შემდეგ ესროლა წყლით სავსე ჭიქა ზაზა აგლაძემ ირაკლი ღლონტს, რაც პირდაპირ ეთერში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები