ენგურის ხიდთან აქცია „ჩემი საქართველო აქ არის“ გაიმართა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდთან აქცია „ჩემი საქართველო აქ არის“ გაიმართა.
ზუგდიდში “ქართული ოცნების”  მაჟორიტარობის კანდიდატები, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულებს.
“ეს არის დღე,  რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს დიდ ტკივილს, აფხაზეთის მიწა- წყალს. აქ მოვედით,  რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა  – ჩვენ გვენატრება აფხაზეთი, გვენატრებიან ჩვენ აფხაზი და– ძმები. კიდევ ერთხელ ვუგზავნით მათ გზავნილს, რომელიც არის მშვიდობის, სიყვარულისა და ერთობისკენ მოწოდება”, –განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები