რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გაწმენდითი და ელექტრო–მექანიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვა 27 სექტემბერს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე იმოქმედებს, რომლის დროსაც გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები