ODHIR: წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს პარტიები თანასწორ პირობებში წარმართავენ

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის პირველი შუალედურ ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს პარტიები თანასწორ პირობებში წარმართავენ.
აღსანიშნავია, რომ    ODHIR-ის     2012 წლის ანგარიშის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს, გარკვეულ შემთხვევებში, მეტად მიუწვდებოდათ ხელი საჯარო  ადგილებსა და ტრანსპორტზე. რიგ შემთხვევებში, კი მუნიციპალური და სახელმწიფო სამსახურების ვებგვერდები მმართველი პარტიის გზავნილების გამოსაქვეყნებლად გამოიყენებოდა.

2016 წლის ანგარიშის თანახმად, „კანონი თანამდებობის პირებს ავალდებულებს, უზრუნველყონ თანასწორი პირობები ყველა კანდიდატისათვის, მათ შორის კამპანიის საწარმოებლად საჭირო ადგილებისა და სარეკლამო სივრცეზე წვდომის თვალსაზრისით. ეს ასევე გულისხმობს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს და კრძალავს საჯარო მოხელეების მიერ კამპანიის წარმოებას.“

ეუთოს დამკვირვებელთა შუალედური დასკვნის მიხედვით, კამპანიების მთავარ გზავნილებს შორისაა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი  გზავნილები:

„წინასაარჩევნო კამპანიისას  გამოყენებული გზავნილების უდიდესი ნაწილი, ძირითადად, ფოკუსირდებოდა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის 2012 წლის დასკვნის  თანახმად, პარტიების პროგრამებში ნახსენებ მთავარ თემებს შორის იყო  დასაქმება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და რეგიონული  განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები