“არ დაგმშვიდობებივართ ბატონო გია” – თსუ-ს რექტორმა პირდაპირი ეთერი დატოვა (ვიდეო)

თსუ-ს ახლადარჩეულმა რექტორმა, გია შარვაშიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″ის პირდაპირი ეთერი პროტესტის ნიშნად დატოვა.
რექტორის პროტესტის მიზეზი „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთ წევრთან გიორგი არობელიძესთან ურთიერთშელაპარაკება გახდა.
თსუ-ს რექტორმა დღეს უნივერსიტეტში შექმნილი სიტუაციის გამო, პირველკურსელებს და მათი ოჯახის წევრებს მოუბოდიშა და სტუდენტების პროტესტს “ღია კარის მტვრევა” უწოდა.
“ღია კარის მტვრევაა” რაც ხდება და ეს არ არის კარგი საქციელი. დოკუმენტი, რომელიც 3 თვეში შეიქმნება და სადაც გაწერილი იქნება სამოქმედო გეგმა, ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. პრივილეგირებული არავინ იქნება. არც ერთ სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი აზრი არის პრივილეგირებული, ყველას უნდა ჰქონდეს გამოხატვის ერთნაირი საშაულება და მიიღოს მართვაში მონაწილეობა.
ცვლილებების ჟამი რომ მოვიდა, არ მოსწონთ ეს. ერთი დღეა, რაც მოვედი და მოხდა ის, რაც მოხდა. ძალიან ბევრი განაცხადი, რომელიც მოვისმინე, პოლიტიკურად მოტივირებულია. პროცესების პოლიტიზირებას ვეწინააღმდეგები და ეს საკითხები საუნივერსიტეტო სივრცეში არ უნდა შემოვიდეს”, – განაცხადა გია შარვაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა გია შარვაშიძის რექტორად არჩევა გააპროტესტეს და თსუ-ს თან აქცია გამართეს. მათ მინისტრტა კაბინეტის წევრებს და ახლადარჩეულ რექტორს დღეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. მინისტრები და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვას გეგმავდა.
აქციის მონაწილეებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტი კვლავ არ ემსახურება მის ძირითად მიზანს. ისინი მიიჩნევენ, რომ თსუ-ში კვლავ გრძელდება კლანური მმართველობა და ანტისამეცნიერო პროცესები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები