პრემიერი: დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე

“27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეა – ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში ახალი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, პრეზენტაციის დრო და ადგილი შემთხვევით არ არის შერჩეული.

“ამ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის გაჟღერებისთვის არც დრო და არც ადგილი შემთხვევითი არ გახლავთ. ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა – ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. ის ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობასა და მეგობრობას ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
განმუხურში ფონდი „ქართუსა“ და თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით ბოტანიკური ბაღი და მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები