კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ახალგაზრდებს შორის წამოწყებული შელაპარაკება გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში დაჭრით დასრულდა. ცივი იარაღით დაჭრილი ოთარ გოგებაშვილი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობა და ტარდება სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები