“თავისუფალი ზონის” უკვე ყოფილი წევრების განცხადება “ნაციონალურ მოძრაობას” ამხელს”

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ფიქრობს, რომ “თავისუფალი ზონის” უკვე ყოფილი წევრების განცხადება არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე, “ნაციონალურ მოძრაობას” ამხელს.
მისი თქმით,  “თავისუფალი ზონის” ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერის მიმართ.
“სამწუხაროა, რომ “ნაცმოძრაობა” ვერ ახდენს დისტანცირებას სააკაშვილისგან, რომელიც უხეშად ერევა უცხო ქვეყნის საქმეებში, ვინაიდან ის არც მოქალაქეა ამ ქვეყნის. აღმაშფოთებელია, როდესაც ასე თავხედურად, მიზანმიმართულად და დაუფარავად სხვა ქვეყნის ჩინოვნიკი ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
მეტიც, ეს ჩარევა უშუალოდ უკავშირდება დესტაბილიზაციის მცდელობას. ეს განცხადება სარწმუნოა იმიტომ, რომ არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. სააკაშვილი ამას პრინციპში, არც მალავდა. გარკვეული აქტივობებია ხმების დაცვასთან, პრევენციული განცხადებები კეთდება უკვე. გვახსოვს ჩანაწერი “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ პროგნოზირებდა სისხლისღვრას. ამდენად, ეს არ არის არც მოულოდნელი, არც მიკვირს”, – განაცხადა გორგილაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, სამწუხაროდ, არის დესტრუქციაზე აწყობილი, მიზანმიმართულად მოქმედებს დესტაბილიზაციის გამოსაწვევად.
“ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც დღეს გავიგეთ “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრების მხრიდან”, – განაცხადა გორგილაძემ.
შეგახსენებთ, “თავისუფალი ზონის” გლდანის განყოფილების წევრებმა მარიამ კოხრეიძემ, ბესო კალაძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა “კვირას” პრესკლუბში ორგანიზაციიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს და მოსალოდნელ დესტაბილიზაციის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს. “თავისუფალი ზონის” გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ბესო კალაძემ დღეს განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და არც მსხვერპლია გამორიცხული.
“თავისუფალი ზონის” უკვე ყოფილი წევრები უახლოებს დღეებში ბრიფინგს ჩაატარებენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, რა იგეგმებოდა 9 ოქტომბერს უკრაინიდან საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები