სანდრა რულოვსი: მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება

„მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება“ , – ამის შესახებ ზუგდიდში, ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მათი პარტიის მხარდამჭერების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
”მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარო. ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და ხედვისგან. მან ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს და ეს მართლდება. ის აქ იქნება, ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება. ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება. კიდევ დაგვრჩა 12 დღე და უნდა ვანახოთ ჩვენი ძალა. როცა შემოვედი პოლიტიკურ ბრძოლაში, მითხრეს, რომ მოწინააღმდეგე გყავთ, ყოფილი გამგებელი, ვიღაც თოლორაიაო. გამაფრთხილეს, შენს დანახვაზე გაწითლდებაო, თუმცა არც დებატებში მინახავს, არც ზუგდიდობაზე, არც ქუჩაში. მითხრეს რომ გამოაგზავნიან ”ბეტეერ” ქალებს და თმებით გითრევენო. ველოდები ამ ქალებს. ზუსტად დღეს გავისწორე თმა, რომ უფრო ადვილი იყოს… ჩვენ ბევრნი ვართ და ვერავინ მოგვერევა”, – აღნიშნა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები