“თავისუფალი ზონის” წევრი: იმ პირებზე, რომლებმაც დღეს ორგანიზაცია დატოვეს, ზეწოლა განხორციელდა

”ივანიშვილის რეჟიმი” აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას”, – ამის შესახებ “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელმა, დავით გოგოხიამ განაცხადა.
ამასთან, როგორც გოგოხიამ აღნიშნა, იმ პირებზე, რომლებმაც დღეს ორგანიზაცია „ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს“, სუს-ის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.
„ ეს ყველაფერი აჩვენებს ძალიან ნათელ სურათს, რომ ივანიშვილის რეჟიმი აგონიაშია, მაგრამ ეს ძალიან მალე დასრულდება. 2 კვირაში ივანიშვილის რეჟიმი გადავა ოპოზიციაში მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა გოგოხიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები