“თავისუფალი ზონიდან” წასული პირები სუს-ში დაიბარეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წარმომადგენელი ბესო კალაძე, რომელმაც დღეს “კვირას“ პრესკლუბში განცხადება გააკეთა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს.
სუს-ში ასევე დაბარებული არიან ორგანიზაციის ის წევრებიც, რომელებიც დღევანდელ ბრიფინგს ესწრებოდნენ.
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ბესო კალაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა.

„შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია – „თავისუფალი ზონა“ სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად”, – განაცხადა კალაძემ. მისვე თქმით, “არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები