ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს: “ყველა არაკანონიერი პროცესი გადაიღეთ ტელეფონებით”

„დღეს ყველა ტელეფონს კამერა აქვს, ნებისმიერი პატარა ექსცესების საშუალებაც აქვთ გადაიღონ და დააფიქსირონ“, – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა და მოსახლეობას მიმართა.
“მოსახლეობას მოვუწოდებდი, რომ, რა თქმა უნდა, მხოლოდ კამერებით. დღეს ყველა ტელეფონს კამერა აქვს, ნებისმიერი პატარა ექსცესების საშუალებაც აქვთ გადაიღონ და დააფიქსირონ. არანაირი პროვოკაცია არ იგეგმება ხელისუფლების მხრიდან, პროვოკაციებს ველოდებით, მაგრამ თუ იქნება იქნება ძალიან მცირე მასშტაბის და რეალურად ვერაფერზე გავლენას ვერ მოახდენს. ყველა ტელეფონით არის დღეს შეიარაღებული და ნებისმიერი პრობლემა და პროცესი, რაც შეიძლება იყოს არაკანონიერი, ძალიან ვთხოვდი, რომ ყველამ გადაიღოს, რომ მისი რეალური მიზეზების გაანალიზება მოხდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები