გიგა ბუკია: “რესპუბლიკურ პარტიას” ზღვარს გადასული ამბიციები ახასიათებს

„მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია, სწორედ ასე იფიქრა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიგა ბუკიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბუკია, უსუფაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც „რესპუბლიკელმა“ ბიზნესმენებს მიმართა. „ოცნების წევრი“ რესპუბლიკელების“ მოთხოვნებს არარეალისტურს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ „რესპუბლიკური პარტია“ დომინანტად არასდროს ითვლებოდა.
“რესპუბლიკურ პარტიას“ ახასიათებს ზღვარს გადასული, ამბიციური და არარეალისტური მოთხოვნები, მათ ჩათვალეს, რომ ერთადერთი იყვნენ, ერთადერთი მართველი ძალა და მათ უნდა დამორჩილებოდა კოალიციაში მყოფი ყველა პარტია.
პირიქით ვიტყოდი, რომ ხშირ შემთხვევაში, მათ მიერ შემოთავაზებული კანონების გასვლის შემთხვევაში, მივიღებდით ქვეყნის განვითარებისთვის არასასურველ შედეგებს. მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილება, ქორწინებასთან დაკავშირებით, სადაც რესპუბლიკელებისგან მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ“, -განაცხადა გიგა ბუკიამ.
იგი თვლის, რომ უსუფაშვილი ადამიანებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კი არა, პირადი მოსაზრებით ელაპარაკება და ბიზნესმენებისთვისაც სერიოზული არაფერი შეუთავაზებია.
“საქართველოში არის ყველა პირობა ბიზნესის განვითარებისთვის და უსუფაშვილის შეთავაზებები ბიზნესმენების მიმართ არის ბუნდოვანი და გაუგებარი” – განაცხადა გიგა ბუკიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები