“არჩევნების შემდეგ არც მსხვერპლია გამორიცხული” – “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრების სკანდალური განცხადება

“არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული”, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ბესო კალაძემ განაცხადა.
ორგანიზაციის გლდანის განყოფილების წევრებმა, მარიამ კოხრეიძემ, ბესო კალაძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა „თავისუფალი ზონიდან“ წასვლის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში   განცხადება გააკეთეს და მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს.
“ორგანიზაციის “’საქართველოს ერთგულების სახელით“ მთავრი მიზანი იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო.
მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან  უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა”, -განაცხადა ბესო კალაძემ.
მანვე საზოგადოება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
ბესო კალაძე არ გამორიცხავს, რომ მის მეგობრებს ამ განცხადების შემდეგ საფრთხე შეექმნათ.
“მე ვაფრთხილებ „ნაციონალურ მოძრაობას“: თუ ვინმე ჩემი გუნდის წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალურ მოძრაობას”.
მე ვაფრთხილებ საზოგადოებას: არ აჰყვნენ პროვოკაციას და „ნაციონალური მოძაობის“ მოქმედ წევრებს ვთხოვ დატოვონ ეს უკვე დანაშაულებრივი ორგანიზაცია“,- განაცხადა ბესო კალაძემ.
„თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრები უახლოეს დღეებში ბრიფინგს ჩაატარებენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, თუ რა იგეგმებოდა უკრაინიდან საქართველოში 9 ოქტომბერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები