პრეზიდენტის სასახლეში ახალგაზრდულმა ლეგიონმა ღია კარის დღე გამართა

პრეზიდენტის სასახლეში დღეს ახალგაზრდულმა ლეგიონმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის შესახებ ღია კარის დღე გამართა.
ახალგაზრდულ ლეგიონს და “დაწყებითი სამხედრო და საექსპედიციო მომზადების კურსის” შესახებ პროექტის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ უმასპინძლეს.
აღნიშნული კურსი, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, ლეგიონის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი 8 თვიანი პროგრამის დამამთავრებელი ფაზაა და 2,5 თვე გაგრძელდება.
კურსის მონაწილეებს და 50 – მდე ახალწვეულს დღეს სასახლეში პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია წაუკითხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები