თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგენილია

თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგენილია. მეტროს ამ მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა დილის საათებში დროებით გაჩერებული იყო.
როგორც „კვირას“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, დღეს, 08:55 საათზე, მეტროსადგურში „ნაძალადევი“ ერთი მოძრავი შემადგენლობა დაზიანდა, რის გამოც საჭირო გახდა ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობის დროებით შეჩერება. „ნაძალადევიდან“ დაზიანებული მოძრავი საშუალება დროებით სხვაგან გადაიყვანეს, რის შედეგადაც 09:30 საათზე ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები