“აუდიტორია 115”-ის წევრები რექტორის არჩევნებს აპროტესტებენ

“აუდიტორია 115”-ის წევრები 26 სექტემბერს აქციას გამართავენ. ისინი რექტორის პოსტზე გია შარვაშიძის არჩევას აპროტესტებენ და სწავლის დაწყებას პროტესტით შეხვდებიან.
სტუდენტთა ნაწილის განცხადებით აქციის მიზანია, შარვაშიძეს ის მოთხოვნები შეახსენოს, რაც უნივერსიტეტის აქციების პერიოდში აუდიტორიას ჰქონდა. “აუდიტორია 115”-ის წევრები განმარტავენ, რომ შარვაშიძემ განათლების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში უნივერსიტეტში “ოდეერების”საკითხი ვერ მოაგვარა.
საპირისპიროს აცხადებს სტუდენტთა მეორე ნაწილი. თვითმმართველობის წევრები ამბობენ, რომ სამი კანდიდატიდან მათთვის შარვაშიძე ყველაზე მისაღები იყო. თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ყოფილ მინისტრის მოადგილეს ამ სფეროში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები