NDI -ის გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ არჩევით თანამდებობაზე ქალები და კაცები ერთნაირად, ან ქალები კაცებზე უკეთესად მუშაობენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით, მაჟორიტარულ არჩევნებში და პარტიის/ბლოკის სიებში ქალი კანდიდატების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა.
NDI მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2012 წელს პარტიული სიის ქალი კანდიდატების რაოდენობა 31%-ს შეადგენდა.
კვლევის შედეგების თანახმად, აღნიშნულმა რიცხვმა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 37%-ს მიაღწია, თუმცა გენდერული უთანასწორობა მაღალი ალბათობით შემდეგ პარლამენტში კიდევ უფრო გაიზრდება.
NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 70%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრთა სულ მცირე 30% ქალი უნდა იყოს.
გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ არჩევით თანამდებობაზე ქალები და კაცები ერთნაირად, ან ქალები კაცებზე უკეთესად მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები