„დნეპრავია“ 6 ოქტომბრიდან თბილისი-ოდესის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს

უკრაინული ავიაკომპანია „დნეპრავია“ 6 ოქტომბრიდან თბილისი-ოდესის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებს. ამის შესახებ ოდესის აეროპორტის პრესსამსახური იტყობინება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით Embraer-145-ის ტიპის თვითმფრინავი შეასრულებს.
თბილისიდან ოდესაში თვითმფრინავი დილის 10 საათზე გაფრინდება, ხოლო უკან – დღის ორის ნახევარზე. ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 25 წუთია.
„დნეპრავია“ პირველი ავიაკომპანიაა, რომელიც ოდესიდან საქართველოს მიმართულებით შემოდგომა-ზამთრის სეზონზე რეგულარულ რეისებს იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები