სტოლტენბერგი სახელმწიფო მინისტრს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მადლობის წერილს უგზავნის

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სახელმწიფო მინისტრს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს მადლობის წერილს უგზავნის. „მინდა, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სახელით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს დიდი ძალისხმევისთვის საბჭოს ვიზიტის ორგანიზების საქმეში. ეს ნამდვილად იყო უდიდესი წარმატება“, – ნათქვამია წერილში.
ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის შედეგებს აფასებს: „ფორმალური და არაფორმალური დიალოგი ვიზიტის დროს იყო კონსტრუქციული და პრაგმატული. ალიანსის წევრებისთვის შთამბეჭდავი იყო რეფოემებისადმი თქვენი მთავრობის ერთგულება და ფართო ეროვნული კონსენსუსი საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ასევე შევნიშნეთ საქართველოს დიდი ინტერესი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე განხილვებში მონაწილეობის შესახებ, თქვენი შეშფოთება რუსული პროპაგანდის ძალისხმევის გამო და მკაფიო მოლოდინი, რომ მომავალი არჩევნები უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მეტიც, ვიზიტმა საბჭოს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, პირველწყაროდან მიეღო განახლებული ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის შესრულების პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების თაობაზე.“
იენს სტოლტენბერგი წერილში განსაკუთრებით გამოჰყოფს „საინფორმაციო ცენტრის“ ახალ შენობაში გამართულ ღონისძიებას, მუდმივ წარმომადგენელთა მეუღლეებისათვის დაგეგმილ ბრწყინვალე პროგრამას და სტუმრების სახელით მადლობას უხდის ქართულ მხარეს.
14368821_1465934633422522_5003226631076226965_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები