თამარ ჟვანია ეუთო-საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას შეხვდება

ხვალ, 11:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეუთო-საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას შეხვდება. როგორც „კვირას“ ცესკოდან აცნობეს, თამარ ჟვანია 12:00 საათზე მედიის წარმომადგენლებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე იწვევს, სადაც ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარე შუალედურ ანგარიშს გააცნობს.
საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან – მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები