ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებას გაეცნო

ე.წ საოკუპაციო ხაზთან ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, მიხაელ ლინჰარტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამოსახატად მივიდა.
სოფელ ხურვალეთში ლინჰარტი ე.წ საზღვრისპირა სოფლებთან შექმნილ მდგომარეობას გაეცნო. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ვიზიტების დროს უცხოელები ადგილზე უნდა ეცნობოდნენ საოკუპაციო ზოლთან შექმნილ მდგომარეობას.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თვალით ვნახოთ, რა ხდება აქ და როგორ ცხოვრობს მოსახლეობა. ჩვენი თვალსაზრისი ნათელი და ცნობილია: მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე, მზად ვართ, სამშვიდობო მოლაპარაკების პლატფორმა შევთავაზოთ მხარეებს”, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები