ცესკოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა.
თამარ ჟვანიამ  იან კელის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. თამარ ჟვანიამ ელჩთან საუბრისას ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა  წინასაარჩევნო გარემოც განიხილეს.
იან კელიმ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასა.
შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ასევე  ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ანასაშვილი და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ლორა ჰოჩლა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები