ბიძინა ივანიშვილი: ხშირად, პირველ ნახევარს ვეძახი ჩემს მეუღლეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჰქონდა მცდელობა, რომ პარლამენტში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით კვოტა დაწესებულიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
ეს კომენტარი ექსპრემიერმა კახეთში, ადგილობრივ მედიასთან, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„მამაკაცი ვარ და სულაც არ მერიდება, რომ ჩვენ ძალიან გონიერი ქალბატონები გვყავს. ის, რასაც ვერ ვახერხებთ პოლიტიკასთან დაკავშირებით – დარღვეულია თანასწორობა, რეალობა განსხვავებულია. მეორე ნახევარი, რაც ჩვენ კარგად გვაქვს დაფუძნებული – მეუღლე, აბსოლუტურად ვამართლებთ ამ სიტყვებს და ამ დროს, პოლიტიკაში სირცხვილია, რომ ასე უხეშადაა დარღვეული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერი ვარაუდობს,რომ ვითარება უახლოეს დროში გამოსწორდება.
„მგონი, უახლოეს დროში ამას გამოვასწორებთ. ცოტა ხელოვნურად დახმარება არ აწყენდა, მაგრამ არ დამიჯერეს, ვერ მოხდა კვოტის დაწესება. ჭკუასელი ბობოქრობდა, სხვები ეხმარებოდნენ, მაგრამ ვერ გამოვიდა. ჩვენი ქალბატონები მეორე ნახევრები არიან. ხშირად, პირველ ნახევარს ვეძახი ჩემს მეუღლეს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები