ზაზა ვეკუა: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დედაქალაქში ყველაფერი ცუდად არის

ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კუთხით არა მარტო დედაქალაქში, არამედ მთელ ქვეყანაში ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ზაზა ვეკუამ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა ვეკუამ ის პრობლემებიც ჩამოთვალა, რომელსაც, მისი აზრით, თბილისის მერი თავს ვერ ართმევს.
საკრებულოს წევრმა საქალაქო სამსახურების მუშაობაზე ისაუბრა. “ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კუთხით, არა მარტო წინა ხელისუფლებასთან შედარებით, არამედ საერთოდ, საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, არის მთელი რიგი საკითხები, რაც მოუგვარებელი რჩება. არ დაიდო ის განვითარების გეგმა, რომელსაც ასე ელოდებოდა მოსახლეობა. არის სასიკეთო ძვრები ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით. რაღაც უკეთესობა შეიმჩნევა, რაც ადრე არ ხდებოდა, თუმცა ეს არაა ის, რომ აკმაყოფილებდეს დედაქალაქს. საჭიროა სწრაფი დაგეგმვა და სწორი მენეჯმენტი“, – განაცხადა ზაზა ვეკუამ.
საკრებულოს წევრი დედაქალაქის 6 თვის ბიუჯეტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თანხები თითქმის აუთვისებელია.
“აუთვისებელი თანხები არაა იმ რაოდენობით,, რაც იყო წინა პერიოდში. ეს ამ ეტაპზე საკმაოდ მცირეა, მთავრი ეს არაა, მთავრია რამდენად მიზნობრივად და ,ხარისხიანად დაიხარჯა თანხები“,-განაცხადა ვეკუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები