უამინდობა კახეთში – ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა

უამინდობამ კახეთის რეგიონს პრობლემები შეუქმნა. ყვარელში ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ნაძვები მოგლიჯა. ჭავჭავაძის ქუჩაზე ხეები მაღაზიასა და ერთ-ერთი ადგილობრივის სახლს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერმა ქარმა, გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. მოგლეჯილი სახურავის ნაწილი კორპუსიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით დაეცა. ამ დროს ეზოში მოზარდები იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი უვნებლად გადარჩნენ. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. შენობა დროებით ტენტით გადახურეს. ქარმა ელექტრო გადამცემი ხაზებიც  დაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები