პრემიერი: ჩვენ დიდ წინსვლას მივაღწიეთ ძლიერი და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე

“სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან საქართველო ჩამოყალიბდა დინამიკურ, ევროპულ სახელმწიფოდ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადების თანახმად, საქართველო განუხრელად იცავს გაეროს ღირებულებებს.
„ჩემთვის ძალიან საპატიოა გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა. 25 წლის წინ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო განუხრელად იცავს გაეროს ღირებულებებს. თავის მხრივ, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე გაერო ყოველთვის იყო და არის საქართველოს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოს, ნამდვილი პარტნიორი. 25 წლის წინ, ცოტას თუ წარმოედგინა, რომ დღევანდელობა ასეთი იქნებოდა. ჩვენ დიდ წინსვლას მივაღწიეთ ძლიერი და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე და უზრუნველვყავით: თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება; თავისუფალი მედია; თავისუფალი ბაზარი; საზოგადოების ერთიანობა; კანონის უზენაესობა. ვამაყობთ, რომ ეკონომიკის თავისუფლების მხრივ, საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში, რაც უზრუნველყოფს ღიაობას და გლობალურ ბაზრებში ინტეგრაციას, ასევე საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის თანასწორ შესაძლებლობებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები