ომბუდსმენმა გოდერძი თევზაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მოინახულა.
როგორც “კვირას” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველმა პირადად ბრალდებულისგან მოისმინა საქმის დეტალები. გოდერძი თევზაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და შიმშილობას განაგრძობს. უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ომბუდსმენის აპარატი განაგრძობს გოდერძი თევზაძის საქმის შესწავლას და ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე დასწრებასაც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები