ირაკლი პეტრიაშვილმა ვაზისუბნის მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო ვიდეორგოლი წარუდგინა (ვიდეო)

ვაზისუბნის და მე-8 ლეგიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა პროფკავშირებიდან – ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს ვაზისუბნის მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო ვიდეორგოლი წარუდგინა. „იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა“ – ეს არის მისი საარჩევნო კამპანიის და ვიდეორგოლის ძირითადი სლოგანი. პეტრიაშვილის განცხადებით, მაჟორიტარად მისი კანდიდატურის დაყენებისას ვალდებულება აიღო როგორც გაერთიანებული პროფკავშირის – ასევე ვაზისუბნის მოსახლეობის წინაშე. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ეს ის უბანია, სადაც გაიზარდა და ძალიან კარგად იცის, რომ ვაზისუბნელების უმეტესობას სწორედ ის სოციალური პაკეტი სჭირდება, რომელიც პროფკავშირთან ერთად შეიმუშავა საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამისთვის. საარჩევნო ვიდეორგოლშიც, რომლის პრეზენტაცია დღეს შედგა, სწორედ ეს მოწოდება ჟღერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები