კიბერუსაფრთხოების ბიუროს აშშ-ის დელეგაცია ეწვია

აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი, კიბერუსაფრთხოების ბიუროს აშშ-ის ატაშატისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სტუმრები ბიუროს კიბერშესაძლებლობებს გაეცნენ და კიბერსივრცის არქიტექტურისა და ბიუროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს ბიუროს სამომავლო მიზნებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა FMF-ის (Foreign Military Funding) პროექტსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს განვითარების 5-წლიან გეგმაში ბიუროს ჩართულობის მნიშვნელობაც.
შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ 2016 წლის 6 ივლისს გაფორმებული მემორანდუმითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები