პაატა ჯიბლაძე: 9 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები გეგმავენ დესტაბილიზაციას

ჩვენ, „მემარცხენე ალიანსს“, სავარაუდო დესტაბილიზაციაზე ინფორმაცია ზაფხულიდან გვაქვს“, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ განაცხადა.
ჯიბლაძე დაგეგმილი დესტაბილიზაციის ავტორად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. მისი ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” დაგეგმილი აქციების მიზეზად არჩევნების გაყალბებას დაასახელებს.
“ჩვენ ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დგებოდა დესტაბილიზაციის გეგმა.
ამას დაიწყებენ ჯერ მათი სატელიტი პარტიები, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები და შემდეგ ჩაებმებიან “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, ამოევსოთ ხვრელები და მოესპოთ შავი ფულის შემოდინების გზები. ქუჩაში მათი გამოსვლის მიზეზი იქნება არჩევნების გაყალბება“, – განაცხადა “კვირას” პრესკლუბში მემარცხენე ალიანსის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.
ჯიბლაძე მემორანდუმის ხელმოწერის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი ინფორმაციით, “მემარცხენე ალიანსის ” ხელმოწერა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ მემორანდუმზე დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები